რეზონანსი
30.06.2022

საზღვაო ქვეითთა 36-ე ცალკეული ბრიგადის მეთაურის, დატყვევებული „აზოვსტალის“ დამცველის, სერგეი ვოლინას და, ტატიანა ხარკო აცხადებს, რომ იმ სამხედროების 99%-ს რომლებიც ტყვეობიდან გუშინ გაათავისუფლეს, კიდურები არ აქვს. მისი თქმით, „აზოვის“ ბატალიონის ზოგიერთ მებრძოლს არ ესმის და ვერ ხედავს და ტყვეობიდან გათავისუფლებულ ყველა დამცველს სამედიცინო დახმარება ესაჭიროება.

"თითქმის ყველა, 99% ხელების, ფეხების გარეშეა. ზოგს არ ესმის, ზოგი ვერ ხედავს. ზოგი ვერ ლაპარაკობს. ამ ბიჭებს ესაჭიროებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, გამოკვლევა“, - განაცხადა „აზოვსტალის“ დამცველის დამ.

მისი ინფორმაციით, თავად სერგეი ვოლინა ტყვეობიდან არ გაუთავისუფლებიათ და ოჯახს მასთან არანაირი კავშირი არ აქვს და მის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.

შეგახსენებთ, გუშინ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ტყვეთა ყველაზე მასშტაბური გაცვლის შედეგად, პატიმრობიდან 144 უკრაინელი დამცველი გაათავისუფლეს. გათავისუფლებული 144-დან "აზოვსტალის" 95 დამცველია. მათ შორის 43 „აზოვის” ბატალიონის სამხედროა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×