რეზონანსი
30.06.2022

„აქ ომი არ იქნება“, - ამბობს საქართველოს ხელისუფლება, თუმცა ვისმენთ სახალხო დამცველის განცხადებებს, რომ ჯობია ცხელი ბომბები ცვიოდეს ჩვენს თავზე, ვიდრე რაღაც განცხადების გამო სირცხვილი ვჭამოთ, - ამის შესახებ სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მან „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ლიდერის განცხადებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ ორგანიზაციის დამფინანსებლები უნდა დაფიქრდნენ იმაზე, მისცენ თუ არა მომავალში გრანტი.

„ვისმენთ პირდაპირ მოწოდებას ომისკენ ეკა გიგაურისგან - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“. ამ შემთხვევაში მგონია, რომ ორგანიზაციები, რომლებიც აფინანსებენ ასეთ ორგანიზაციებს, უნდა დაფიქრდნენ, მისცენ თუ არა სხვა დროს გრანტი ადამიანს, რომელიც ქვეყანას პირდაპირ ომისკენ მოუწოდებს და დღესაც იმ ცვლილებების ავანგარდშია, რასაც ჰქვია ე.წ. ტექნიკური მთავრობა, ვადამდელი არჩევნები, მთავრობის გადაყენება“, - აღნიშნა სუბარმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×