რეზონანსი
29.06.2022

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 29 ივნისიდან აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას გზის კმ12-კმ16 მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი იმოქმედებს.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის კმ12-კმ16 მონაკვეთზე ბზარები, ძლიერი ქვისცვენა და მარჯვენა ფერდის ჩამოშლა აღინიშნება.

აღნიშნულ მონაკვეთზე ცუდი ხილვადობის გამო, 29 ივნისიდან ყოველდღე, 21:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანპორტის გადაადგილება თავისუფალია",-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×