რეზონანსი
29.06.2022

საქართველოს პროკურატურამ ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის დაზიანების, ძარცვის, გამოძალვის, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

სოფელი კირბალი დაპირისპირების ზღვარზეა - გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივების შეხედულებების გამო, 68 წლის მოხუცის წამებაში ბრალდებულების ოჯახებმა სოფელი დატოვეს.

„არასწორი საქციელია. მე არ ვიცი, ფული წაართვეს, არ წაართვეს მაგრამ, ეგეთი ხალხი მოსახლეობაში არ უნდა გავაჩეროთ. მოსახლეობამ თქვა, რომ აქედან გადავასახლოთო", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

თანასოფლელების თქმით, მსგავს შემზარავ ფაქტს სოფელში დიდი ხანია, ადგილი არ ჰქონია.

„სოფელმა როგორც კი გაიგო ამ ფაქტის შესახებ, ერთი უკვე დაკავებული იყო, სახლიდან გამოიყვანეს ერთ-ერთი, წაიყვანეს აქედან და სცემეს. არ ვაპატიებთ ასეთ რამეს. კარგა ხანია, ამ მხარეში ასეთი რამ არ მომხდარა. ყველა გაოგნებულები ვართ", - აცხადებს სოფელ კირბალის მკვიდრი.

არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულების ოჯახის წევრებმა უკვე დატოვეს სოფელი.

კადრების გავრცელების შემდეგ სოფლის მკვიდრებმა არასრულწლოვანზე შური იძიეს. მას სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული.

რაც შეეხება ნაცემ მამაკაცს, მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. მას უჭირს კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან.

შემზარავი დანაშაული კახეთში თანხის გამოძალვის მოტივით მოხდა. 68 წლის კაცი თანასოფლელებმა ტყეში ძალის გამოყენებით შეიყვანეს, სცემეს, დააჩოქეს და უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს. შემდეგ კი ბრალდებულებმა მსხვერპლს დამამცირებელი მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრები გადაუღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს!

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად), 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "დ" მუხლებით (ძარცვა, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფის მიერ), 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (გამოძალვა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად) და 144 მესამე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ე" და "ვ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმე მთავარ პროკურატურას გადაეცა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×