რეზონანსი
28.06.2022

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ მისი მმართველი პარტიიდან წამოსვლის მიზეზი, საქართველოს მოსახლეობისთვის ინფორმაციის კიდევ უფრო თავისუფლად მიწოდების საშუალების ქონა იყო. როგორც სოზარ სუბარი ამბობს, დღეს გარანტია, რომ საქართველო არ ჩაებას ომში, არის ხალხი და ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე, რომ შესაბამისად, მათი მტკიცე ნება იყოს ომის გაჩაღების მოწინააღმდეგე.

"ისტორიულ გზაგასაყარზე ვდგავართ და ხშირად ყოფილა საქართველოს წინაშე ისეთი პერიოდები, როდესაც ძალიან რთული პერიოდი გვედგა და რთული პერიოდი არის იმ მხრივ, რომ ყოველ წუთიერად არის საფრთხე, რომ საქართველო ჩაებას ომში და ამისი მსურველი ძალიან ბევრია, გაცილებით ბევრი, ვიდრე შეიძლება ვინმე დანილოვი, ან ვინმე არახამია იყოს.

მეორეს მხრივ - ვართ გზაგასაყარზე, როცა იხსნება კარი ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანებისთვის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ევროკავშირში რაც შეიძლება სწრაფად და უსაფრთხოდ გავწევრიანდეთ.

ევროკავშირიც განზე დარჩება და ყველაფერიც, თუ ომში ჩაბმას მოახერხებენ ის ადამიანები, ვისაც ამისი სურვილი აქვთ და ამისი მოსურნე ძალიან ბევრი ვინმეა და ძალიან გავლენიანებიც, მათ შორის. სამყარო იცვლება, ერთხელ თოფი თუ გავარდება, შენ ვეღარ მართავ პროცესს, ის პროცესი თვითონ მიდის და ჩვენ იძულებული ვართ, ავყვეთ ამ თამაშის წესებს და ეს არ გვინდა, რომ მოხდეს.

დღეს გარანტია, რომ საქართველო არ ჩაებას ომში, არის ხალხი და ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე, რომ შესაბამისად, მათი მტკიცე ნება იყოს ომის გაჩაღების წინააღმდეგ,"- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×