რეზონანსი
28.06.2022

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ნატო-ს სამიტი მიმდინარეობს. პოლიტიკოსებს აქვთ მოლოდინი, რომ სამიტიდან საქართველო კონკრეტულ შედეგებს მიიღებს.

„არამარტო რეზოლუციები უნდა მიიღონ და ჩაწერონ საქართველოსთან დაკავშირებით, რომ ნატოს წევრი უნდა გახდეს, კონკრეტული შეთავაზებები უნდა გაუკეთონ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის. სხვა შემთხვევაში უბრალოდ დარჩება ეს ფურცელზე დაწერილი, რომელსაც არაფერი ქმედითი არ მოჰყვება", - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ.

ნატოს მადრიდის სამიტის წინ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოსთვის დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცება დააანონსა, თუმცა ჯერ კონკრეტული დეტალები უცნობია. მადრიდის სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×