რეზონანსი
28.06.2022

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ის დროებითი ტექნიკური მთავრობის შემადგენლობაში საკუთარ კანდიდატურას არ განიხილავს.

მისი თქმით, ევროკომისიის მიერ შემუშავებული ვალდებულებების შესრულების პროცესში ხელშეწყობას ომბუდსმენის აპარატიდან გეგმავს.

„სახალხო დამცველი არის პრაქტიკულად ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომლის მიმართაც ევროკავშირის ორგანოებმა მხარდაჭერა და ნდობა დააფიქსირეს. ამიტომაც ჩემი დარჩენილი ვადის განმავლობაში, რომელიც იმ 6 თვეს ემთხვევა, როდესაც ქვეყანამ თავისი ვალდებულებები უნდა შეასრულოს, მე ვფიქრობ გამოვიყენო ის ნდობა, რაც ევროკავშირის ინსტიტუტებმა ჩვენ მიმართ გამოხატეს და ვფიქრობ, რომ ამ პოზიციაზე და ამ მანდატის ფარგლებში გავაკეთო მაქსიმუმი, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყო. მე ამ პროცესს ასე ვხედავ", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, 24 ივნისს გამართულ აქციაზე "შინ ევროპისკენ" "სირცხვილიას" წევრებმა პრემიერის გადადგომა და დროებითი ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება მოითხოვეს, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე იმუშავებს. მოგვიანებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ დროებითი მთავრობის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ მაგალითად, ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×