
უკრაინის მაღალჩინოსნის განცხადებით, რუსულ სარაკეტო თავდასხმას, რომელიც უკრაინის ცენტრალურ ქალაქ კრემენჩუკში ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრზე განხორციელდა, ემსხვერპლა სულ მცირე 10 ადამიანი და დაიჭრა 40.
Guardian-ის რეპორტიორები იუწყებიან, რომ პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს და ცხრა დაჭრილი მძიმე მდგომარეობაშია.
პოლტავას ოლქის გუბერნატორმა დიმიტრი ლუნინმა განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა, მისი თქმით რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, როცა მეტი ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი.
ცნობისთვის, კრემენჩუკი არის უკრაინის უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და გაშენებულია მდინარე დნეპრის ნაპირებზე. სავაჭრო ობიექტში რუსული სარაკეტო იერიშების დროს 1 000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.