
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მიმავალმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებმა შესაძლებელია ისარგებლონ და საზღვრის კვეთის პროცედურები განახორციელონ საბაჟო გამშვები პუნქტები - "წითელი ხიდისა" და „ლაგოდეხის" გავლით.
შეგახსენებთ, რომ დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო, "ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები.
უხვი ნალექის შედეგად, ადიდებულმა მდინარეებმა ("თერგი" და "დევდორაკი") დააზიანეს რუსეთის ფედერაციის საზღვართან ახლოს (დარიალი-ლარსის 165-ე კილომეტრი), საქართველოსა და რუსეთის დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მონკვეთი.
„ამინდის გაუმჯობესებისა და სარეაბილიტაციო/გამაგრებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი" ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას",-აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.