რეზონანსი
27.06.2022

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხომის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე ცხედარი იპოვეს. გვამი ადგილობრივებმა შენიშნეს და მაშველებს შეატყობინეს. დაახლოებით 2 საათის წინ, ცხედარი დრონის საშუალებით დაათვალიერეს, რადგან ადიდებული წყლის გამო, მდინარის მეორე მხარეს გადასვლას ჯერ ვერ ახერხებენ. ინფორმაცია „მთის ამბებს" დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, მაცაცო ნარიმანიძემაც დაუდასტურა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ფშავში მეორე დღეა მხოლოდ ერთ ადამიანს, დაკარგულ ტურისტს ეძებს, რომელიც გუშინ, 26 ივნისს, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე მოტოციკლით გადაადგილდებოდა და ხევიდან გამოვარდნილმა ღვარცოფმა მდინარე არაგვში გაიტაცა. შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა თვითმხილველმა შოთა ჭინჭარაულმა გაავრცელა. წინასწარი ინფორმაციით, ტურისტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

„მთის ამბები" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს არაერთხელ დაუკავშირდა, სადაც, ვიდრე დეტალებს ადგილობრივებზე დაყრდნობით არ დავაზუსტებდით, არ გვიდასტურებდნენ, რომ ფშავში ცხედარია ნაპოვნი. ცხედრის იდენტიფიცირება მას შემდეგ მოხდება, რაც მის გამოტანას შეძლებენ.

წყარო: "მთის ამბები"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×