
„აქაც მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას ერთ რამეს: ნატო, გარდა ტექნიკურისა, ღირებულებითი გაერთიანებაცაა და თუ ხედავენ, რომ შენი ცხოვრების წესი - როგორი მმართველობის სისტემა გაქვს ქვეყანაში, არ შეესაბამება იმ ქვეყნების ცხოვრების წესს, რომლებიც ნატოში არიან გაწევრიანებულები, რაც არ უნდა ტექნიკურად ახლოს ვიყოთ, არ მიგვიღებენ - ასე, რომ ევროკავშირშიც და ნატოშიც თუ გაწევრიანება გვინდა, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა უნდა დავამთავროთ", - განაცხადა საბომ.
მთავრობის მეთაურმა სამიტზე მიწვევის ოფიციალური წერილი სტოლტენბერგისგან ერთი კვირის წინ მიიღო. მიწვევის წერილში ნატოს ოფიციალური პირი ამბობს, რომ მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ნატოს წევრი სახელმწიფოების მეთაურები.