რეზონანსი
27.06.2022

ნატო აპირებს ამ სამიტთან დაკავშირებით მისი პოლიტიკის ძირეულ გადახედვას, ახალი მიდგომების შემოტანას და ვნახოთ, როგორ იქნება უფრო მეტი კონკრეტიკა მათი მხრიდან, ასევე ურთიერთობა და ახალი თანამშრომლობის ჰორიზონტები საქართველოსთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ჩვენი მოლოდინი მაღალია. ის რომ მიიწვიეს პრემიერ-მინისტრი, ნიშნავს იმას, რომ თანამშრომლობა უფრო ინტენსიური იქნება. რა იქნება ამის კონკრეტული ჩარჩოები, სამიტის შემდეგ ვილაპარაკებთ", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მთავრობის მეთაურმა სამიტზე მიწვევის ოფიციალური წერილი სტოლტენბერგისგან ერთი კვირის წინ მიიღო. მიწვევის წერილში ნატოს ოფიციალური პირი ამბობს, რომ მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ნატოს წევრი სახელმწიფოების მეთაურები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×