რეზონანსი
27.06.2022

გარყვნილი ქმედების ფაქტი რუსთავში. "ინფო რუსთავის" ცნობით, ერთ-ერთი სკოლის ეზოში 70 წლამდე მამაკაცი ბავშვებს უთვალთვალებდა და ჩუმად მასტურბირებდა. არსებული ინფორმაციით ფაქტის თვითმხილველი სკოლის ეზოთან მცხოვრები ქალი გახდა. გაირკვა, რომ მამაკაცი სკოლის ეზოში გარყვნილ ქმედებას ხშირად ჩადიოდა.

ფაქტის შესახებ აცნობეს რუსთავის პოლიციას. სამართალდამცავებმა გატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად დაადგინეს პირი, რომელიც სკოლის ეზოში მასტურბირებდა.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 141-მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. მამაკაცი დაკავებულია.

"ინფო რუსთავი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×