რეზონანსი
26.06.2022

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინა ემზადება პასუხისთვის კიევზე რუსეთის დღევანდელი სარაკეტო თავდასხმის გამო. ამის შესახებ მან „ტელეგრამ-არხზე" დაწერა.

"კრემლის სულელებს ჰგონიათ, რომ ჩვენ გავტყდებით. ჩვენ კი ვუპასუხებთ. მაგრამ, არა თქვენნაირად მშვიდობიან მოსახლეობაზე, არამედ სამეთაურო პუნქტებზე", - წერს არესტოვიჩი.

ცნობისთვის, 26 ივნისის დილას კიევზე სარაკეტო იერიშები განხორციელდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ დარტყმა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის მაღალი სიზუსტის და ძვირადღირებული რაკეტებით კასპიის ზღვის რეგიონიდან. წინასწარი ინფორმაციით, დღეს 4-დან 6-მდე რაკეტა იქნა გასროლილი, მათგან ორი საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა ერთი ადამიანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×