რეზონანსი
26.06.2022

ბიძინა ივანიშვილი ვერ მოხვდება ოლიგარქის დეფინიციის ქვეშ, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან" საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არცერთ შემთხვევაში არ წარმოადგენს ოლიგარქს და ამას ახსნაც აქვს.

„ამ წლების განმავლობაში მას 3 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული საქართველოში მხოლოდ ქველმოქმედების სახით. ეს აუდიტით დადასტურებული ინფორმაციაა. ამის შესახებ უამრავი ფაქტი იცის საზოგადოებამ - როგორ ეხმარებოდა კონკრეტულ ადამიანებს, ტაძრების, თეატრების აღდგენა და ა.შ. უამრავი ფაქტია, რაზეც საზოგადოებას სრული წარმოდგენა აქვს. მას არაფერი უშოვია საქართველოდან, მით უმეტეს პოლიტიკიდან, პირიქით, გასცა ქველმოქმედებაზე 3 მილიარდი დოლარი", - ამბობს კობახიძე.

მისივე თქმით, არიან კონკრეტული შეძლებული პირები, რომლებსაც აქვთ პირდაპირი გავლენა, როგორც მედიაზე ასევე პოლიტიკაზე და მაგალითად დავით კეზერაშვილი მოჰყავს.

„მაგალითად, რომ ავიღოთ უკრაინული კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ მიიღეს, - ამ კანონის მიხედვით ოლიგარქად აუცილებლად ჩაითვლებოდა ცნობილი კეზერაშვილი, რომელსაც აქვს 85 მილიონზე მეტი. ეს არის ამ კანონით დადგენილი ზღვარი. მას აქვს საკუთრებითი უფლებები მედიის მიმართ და ეს მედია პირდაპირ არის პოლიტიკურ პროცესში ჩარეული", - ამბობს კობახიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×