რეზონანსი
26.06.2022

ვინ და რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ 53 წლის ბიზნესმენი? - ლევან კაჭარავას მკვლელობის საქმეზე მოკვლევა გრძელდება. სანამ საგამოძიებო უწყება ახალ დეტალებს გაასაჯაროებს, ოჯახი ამტკიცებს, რომ ბიზნესმენი ქილერმა მოკლა და მათივე მტკიცებით, მან ქვეყანა უკვე დატოვა.

ოჯახს ვერსიებზე საუბარი უჭირს, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია ოქროს მოწმის შესახებ. შემთხვევის დროს ბიზნესმენთან ერთად 32 წლის ფინანსისტი ირაკლი აბულაძე იმყოფებოდა, რომელიც უკვე გამოიკითხა.

ამასთან, როგორც "კურიერისთვის" გახდა ცნობილი, ირაკლი აბულაძე უკვე იმყოფებოდა მოკლულის ოჯახში და მომხდარის დეტალებზე მათ ინფორმაცია მიაწოდა. ირაკლი აბულაძის თქმით, როდესაც მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილს მიმართულებით 20-ზე მეტი ტყვია გაისროლეს, მან ავტომობილი გააჩერა და გაქცევა სცადა, რა დროსაც დამნაშავეები მას მოუწოდებდნენ, რომ გაჩერებულიყო. აპირებდნენ თუ არა მისთვისაც სროლას, ეს უცნობია.

ირაკლი აბულაძე ამ დრომდე არ პასუხობს "კურიერის" ზარებს.

გარდა ამისა, თბილისის სამმართველოში დღეს მოწმეებს ელოდებიან. არსებული ინფორმაციით, გამოძიებამ უკვე დაიბარა იმ ავტობუსის მგზავრები, რომელთაც წყნეთის გზატკეცილზე - დანაშაულის ადგილზე მომხდარიდან რამდენიმე წუთში გაიარეს.

წყარო: "რუსთავი 2"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×