რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც წინასწარი მონაცემებით, მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შეტყობინება შევჩენკოვსკის რაიონში, 9-სართულიან კორპუსში ხანძრის შესახებ მაშველებმა 06:29 საათზე მიიღეს. ცეცხლი 30 კვ/მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული. კორპუსის მე-7, მე-8, და მე-9 სართულები ნაწილობრივ განადგურდა.
"ამჟამად მიმდინარეობს სამაშველო და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. წინასწარი მონაცემებით, არიან დაშავებულები. ადგილზე მობილიზებულია 19 ერთეული სახანძრო ტექნიკა და 67 მაშველი", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
აფეთქებების შესახებ კომენტარი გააკეთა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ. მან თქვა, რომ შევჩენკოვსკის რაიონში დაბომბვისას შესაძლოა, მოქალაქეები დაშავდნენ, რადგან შემთხვევის ადგილზე ექიმები მიდიან. ორი სახლიდან ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს.