რეზონანსი
27.05.2022

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ მსოფლიო გაერთიანდება ომის დროულად დასრულებაზე ეს კარგად იმოქმედებს.

„თუ მსოფლიო მართლაც გაერთიანებული და გულწრფელი იქნება ჩვენი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის მიმართ, მაშინ ამ ომის დასრულების სიჩქარე კვირებში გაიზომება", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ „რუსეთმა შეგნებულად დადო ფსონი სასურსათო კრიზისზე" უკრაინის საზღვაო პორტების ბლოკადით.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსული არმია მიზანმიმართულად ნაღმავს მინდვრებს და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას ანადგურებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×