რეზონანსი
26.05.2022

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ ახლა დასავლეთისთვის რთული პერიოდია.

მისივე თქმით, დასავლეთი რომ ამ გამოცდაზე არ ჩაჭრილიყო, ისინი გადასცემდნენ უკრაინას შეიარაღებას, რომელიც მას რუსულ ჯართან საბრძოლველად სჭირდება.

„ჩააბარებენ თუ არა ისინი ამ გამოცდას, მომავალი გვიჩვენებს. დასავლეთი არ აწვდის უკრაინას ამერიკულ მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს (MLRS). ამერიკული ჯარის შეიარაღებაში 2000 ასეთი სისტემაა და მათ თავისუფლად შეეძლოთ უკრაინისთვის ამ სისტემების მოწოდება. მით უმეტეს, რომ არის ჩეხეთის მაგალითი, რომელმაც გადმოგვცა ასეთი სისტემები - და არანაირი ესკალაცია ამას არ მოჰყოლია. მეტიც, ჩეხეთში არც ბირთვული ბომბები ცვივა და მათ არც ნეგატიურ კონტექსტში ახსენებენ რუსულ პრესაში. ბატონებო პენტაგონიდან და ვაშინგტონიდან, მინდა მოგაწვდინოთ ხმა: ჩეხეთს შეეხო „მიუღებელი ესკალაცია"? არა. თქვენ რისი გეშინიათ? მით უმეტეს, რომ „ბირთვული ქოლგა" გაქვთ და რუსულ ჯარზე დაახლოებით 1500-ჯერ უფრო ძლიერები ხართ", - აცხადებს არესტოვიჩი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×