რეზონანსი
26.05.2022

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც ოფიციალური რომი აცხადებს, ლიდერებმა უკრაინაში არსებული ვითარება, სასურსათო კრიზისი და მისი ღარიბ ქვეყნებზე გავლენა განიხილეს.

ოფიციალური მოსკოვი კი აღნიშნავს, რომ პუტინმა დრაგის განუცხადა, რომ რუსეთი მზადაა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო სასურსათო კრიზისის მოგვარებაში, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი სანქციებს მოხსნის.

კრემლის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა გააგრძელოს გაზის უწყვეტი მიწოდება იტალიაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×