რეზონანსი
26.05.2022

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ჩინეთის ვლადიმერ პუტინთან თანამშრომლობა "განგაშის ზარს აღძრავს".

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში ბაიდენის ადმინისტრაციის ჩინეთის მიმართ არსებულ პოლიტიკაზე საუბრისას, ბლინკენმა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი უკარინაში პუტინის ომის დაცვის გამო გააკრიტიკა.

"მაშინაც კი, როცა რუსეთი აშკარად ახდენდა მობილიზებას უკრაინაში შეჭრისთვის, პრეზიდენტმა სიმ და პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადეს, რომ მათ ქვეყნებს შორის მეგობრობა იყო, ვციტირებ "უსაზღვრო" , - განაცხადა ბლინკენმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს არ სურს მორიგი ცივი ომი და არ უჭერს მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას.

„პეკინის მიერ პრეზიდენტ პუტინის ომის დაცვამ, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტის გაუქმებასა და ევროპაში გავლენის სფეროს უზრუნველყოფას ისახავს, განგაშის ზარი უნდა აღძრას ყველა ჩვენგანისთვის, ვინც ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონს სამშობლოს ვუწოდებთ", - დასძინა სახელმწიფო მდივანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×