რეზონანსი
26.05.2022

რუს ჯარისკაცებს ბრალად ედებათ "ომის კანონებისა და წესების დარღვევა, რომელიც წინასწარი ჯგუფური შეთქმულებით განხორციელდა".

კონკრეტულად ალექსანდრე ბობიკინსა და ალექსანდრ ივანოვს ბრალად ედება 24 თებერვალს რუსეთის, ბელგოროდის რეგიონიდან უკრაინაში, ხარკოვის რეგიონის მიმართულებით "გრადის" ტიპის რაკეტების სროლა.

საქმის დეტალების მიხედვით, ბრალდებულებმა ცეცხლი გაუხსნეს და "სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, მათ შორის, კერძო სახლები" დააზიანეს.

ჯარისკაცები უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში დაატყვევეს.

როგორც ცნობილია, სასამართლომ განაჩენი 31 მაისს უნდა გამოიტანოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×