რეზონანსი
26.05.2022

მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.

თურქეთის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, სლოვენიის, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები მისალოც წერილს სოციალურ ქსელ Twitter-ში ავრცელებენ.

„ჩვენს მეგობარს, მეზობელსა და მჭიდრო პარტნიორს - საქართველოს, დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავთ და რეგიონში მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებთ! ქართულ-თურქულ მეგობრობას გაუმარჯოს!", - წერს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობასა და ხალხს საუკეთესო სურვილებით ვულოცავთ. ჩვენ ჩვენი სტრატეგიული კავშირების შემდგომ გაძლიერებას მოუთმენლად ველით", - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების მიმართვაში.

„საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს გულთბილად ვულოცავთ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ქვეყნები ხანგრძლივ მეგობრობას კიდევ უფრო გააძლიერებენ," - წერს ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„საქართველო, 104-ე დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ! სლოვენია თქვენთან ერთად ზეიმობს და ნათელ მომავალს, მშვიდობასა და კეთილდღეობას გისურვებთ!", - აღნიშნულია სლოვენიის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ მილოცვაში.

„ძვირფასო მეგობრებო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!" , - წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მისალოც მიმართვებს რუმინეთის, პოლონეთის, ლიეტუვას, ლატვიის, ალბანეთის ირანის, სამხრეთ აფრიკის, ბაჰრეინის, პაკისტანის, გვატემალას, შრი-ლანკისა და სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებიც ავრცელებენ.

მათივე ცნობით, გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კოლეგები სოციალური ქსელის საშუალებითაც ულოცავენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×