რეზონანსი
24.05.2022

„მაიმუნის ყვავილის", საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში, აუცილებელია, რომ ადამიანი 21 დღის განმავლობაში იზოლაციაში იყოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი უფროსმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ „მაიმუნის ყვავილის" გავრცელების კუთხით საქართველო დაბალი რისკის ქვეყნად ითვლება, თუმცა ეპიდზედამხედველობის გაძლიერება მაინც მნიშვნელოვანია.

„დღეს არის ეგრეთ წოდებული დაკვირვების და მზადყოფნის რეჟიმი. უნდა გავაძლიეროთ ეპიდზედამხედველობა გამონაყრით მიმდინარე დაავადებებზე, გვქონდეს სიმძლავრეები, რომ დავსვათ ლაბორატორიული დიაგნოზი. ჩვენთან, ლუგარის ცენტრში გვაქვს საშუალება, გენუმის სეკვენირებით დავადგინოთ ვირუსი. მოვახდინოთ „მაიმუნის ყვავილის" ვირუსის იდენტიფიცირება. „მაიმუნის ყვავილის" ვირუსის 2-3 საათში სადიაგნოსტიკოდ სულ მალე სპეციალური პისიარ ტესტი გვექნება. ჩვენ მაინც დაბალი რისკის ქვეყნად ვითვლებით, მაგრამ უნდა გავაძლიეროთ ეპიდზედამხედველობა და ლაბორატორიული მზადყოფნა. საეჭვო სიმპტომებით თუ გამოჩნდა ადამიანი, აუცილებელად 21 დღის განმავლობაში უნდა იყოს იზოლაციაში", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×