რეზონანსი
24.05.2022

მომზადებული ვართ მაგრად დებატებისთვის, ძალიან სერიოზული საკითხები, სერიოზული არგუმენტები გვაქვს და ჩვენი საზოგადოება დაინახავს, ვინ იცავს რეალურად ევროპულ ღირებულებებს ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალ კონკრეტული  ფაქტებითა და კონკრეტული არგუმენტებით ისაუბრებენ ოპოზიციასთან.

„საბოლოო ჯამში, ძალიან კარგია, რომ საპარლამენტო არჩევნებიდან ორი წლის შემდეგ მაინც ოპოზიციამ დაიწყო რეგლამენტით მინიჭებული იმ მნიშვნელოვანი მექანიზმების გამოყენება, რომელიც ჩვენ საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ გამოვიტანეთ. ერთ-ერთი არის დებატების დანიშვნა, ასევე ინტერპელაცია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ დესტრუქციული პარტიებიც კი ხვდებიან, რომ მათი დღის წესრიგი, დაბლოკონ პარლამენტის მუშაობა, არის გაკოტრებული. ყველა კონკრეტული საკითხით, ყველა კონკრეტული არგუმენტებით მომზადებული ვართ დებატებისთვის. ნუ გაუსწრებთ მოვლენებს, ყველაფერს გეტყვით ხვალ. სათქმელი გვაქვს ძალიან ბევრი და ხვალინდელ დებატებში ამაში დარწმუნდებით.

თავისი ანგარიშების ყდებით, სადაც გვარები წერია მათი, თავისი შეხვედრებით, თავისი განცხადებებით, რომელ საერთაშორისო ეთერებში ისხდნენ და ლაპარაკობდნენ საქართველოს წინააღმდეგ, ამ ყველაფერს მოისმენთ ხვალ დებატების დროს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტში ხვალ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე პოლიტიკური დებატები გაიმართება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×