რეზონანსი
24.05.2022

კლინიკა „ვივამედი” საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პაციენტის სტაციონარში ყოფნის პერიოდში არ გაუარესებულა.

განცხადების თანახმად, მასმედიით ხშირად გაჟღერებული ინფორმაცია, რომ კლინიკა „ვივამედს“ არ შესწევს უნარი დასვას დიაგნოზი და მართოს პაციენტი სათანადოდ - არის აბსურდული და შეურაცხმყოფელი.

კლინიკა მოუწოდებს, ყველას, იმოქმედონ პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

„პააციენტი მიხეილ სააკაშვილი, კლინიკა „ვივამედში“ შემოყვანილი იქნა მიმდინარე წლის 12 მაისს. ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგებისა და ექიმ-სპეციალისტთა მიერ პაციენტის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, იგი მოთავსებული იქნა თერაპიულ განყოფილებაში სტაციონარული ზედამხედველობის მიზნით.

საკვების არასრულფასოვანი მიღების შედეგად, შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით, პაციენტს უგრძელდება ლაბორატორიული მონიტორინგი, კონსულტირებულია სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტის მიერ, ჩატარებული აქვს მრავალი ინსტრუმენტული (მათ შორის, მაგნიურ-რეზონანსული ტომოგრაფია) კვლევა. კვლევების დროში გახანგრძლივება პირდაპირ კავშირში იყო პროცედურულ საკითხებთან, რაც გულისხმობს პაციენტისგან ნებართვის აღებას, თანაც ლაბორატორიული მონაცემები „ლოდინის“ საშუალებას გვაძლევდა.

ჯანმრთელობის მდგომარეობა პაციენტის სტაციონარში ყოფნის პერიოდში არ გაუარესებულა: ლაბორატორიული მონაცემები დინამიკაში სტაბილურია, ნაწილი ინსტრუმენტული გამოკვლევების შედეგები - უარყოფითი დინამიკის გარეშეა. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაზე ნანახი ცვლილებები - ხანდაზმულია, არ არის კავშირში პაციენტის ამჟამინდელ მდგომარეობასთან და არ საჭიროებს აქტიურ სამედიცინო ჩარევას, რეკომენდირებულია დინამიკაში დაკვირვება.

მასმედიით ხშირად გაჟღერებული ინფორმაცია, რომ კლინიკა „ვივამედს“ არ შესწევს უნარი დასვას დიაგნოზი და მართოს პაციენტი სათანადოდ - არის აბსურდული და შეურაცხმყოფელი. ყოვლად მიუღებელია კლინიკაზე და კლინიკის ექიმებზე ზეწოლა, მათ კომპეტენციებში ეჭვის შეტანა და პაციენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაციების გავრცელება. გულდასაწყვეტია და კითხვის ნიშნებს ბადებს ცალკეული ექიმების მხრიდან რეალობას მოწყვეტილი ისტერიული ინფორმაციის ტირაჟირება, რომ პაციენტი არ არის კონტაქტური, ვერ გადაადგილდება, მდგომარება არის კრიტიკული და ა.შ.

მოვუწოდებთ ყველას, იმოქმედონ პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე”,- ნათქვამია ინფორამცაიში, რომელსაც კლინიკა Facebook-ზე ავრცელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×