რეზონანსი
23.05.2022

ყოფილი ქმრის სასტიკი ანგარიშსწორება - თბილისში, მამარდაშვილის ქუჩაზე, დაჭრილი ახალგაზრდა ქალის დეიდა სისხლიანი შემთხვევის შესახებ პირველ კომენტარს "პირველებთან" აკეთებს.

ქალი ამბობს, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული კაცი ცოლზე ადრეც ძალადობდა, რის გამოც მას შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი და დაპატიმრებულიც კი იყო.

ირკვევა რომ მოძალადემ ციხე 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვა. დაჭრილის დეიდა "ტვ პირველს" უყვება, რომ დაკავებული ნარკოდამოკიდებულია:

"ყოფილი ცოლი ფულს არ აძლევდა და ამის გამო სცემდა, ბავშვსაც სცემდა მაგასთან ერთად და აყურებინებდა ბავშვს დედის ცემას. სახლში მოგვივარდა, კიდევ კარგი, მე სახლში ვიყავი. დაარტყა თუმცა, მივუსწარი და გავაგდე. მაშინვე დავრეკე, პოლიცია მოვიდა და დაიჭირეს. ახლაც იგივე განმეორდა, ამჟამად უბრალოდ დანა ჰქონდა ხელში.

ესენი მიდიოდნენ სკოლაში და გაჩერებასთან დარტყა დანაო. მე რაღაც კივილი რომ შემომესმა, იმ წამსვე გავვარდი და რას ვხედავ, სულ სისხლში იყო მოსვრილი. ჯერ როგორ გამოუშვეს ციხიდან, გადაიხადა 3000 ლარი და გამოუშვა მოსამართლემ. გამიგონია ასეთი რაღაც? ახლა რას იზამს? გოგოს ლავიწის ძვალთან აქვს დარტყმული, დრენაჟი აქვსო, კიდევ უკან აქვს ზურგში ჩარტყმული". - აცხადებს დაჭრილის დეიდა.

შეგახსენებთ, რომ მოძალადემ ყოფილ ცოლს 6 ჭრილობა მიაყენა. ფაქტი დღეს დილით მაშინ მოხდა, როცა ახალგაზრდა ქალს შვილი სკოლაში მიყავდა. პოლიციამ ბრალდებული დააკავა. გაჩხრიკეს ავტომობილი, რომლითაც სავარაუდოდ თავდამსხმელი გადაადგილდებოდა.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

"ტვ პირველი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×