რეზონანსი
23.05.2022

ე.წ. მესიჯბოქსი აქვთ დალაგებული, რომ „ქართული ოცნება" რუსულ საქმეს აკეთებს, მე მგონი შეჯიბრი აქვთ გამოცხადებული, ვინ უფრო მეტად იტყვის სიტყვა რუსეთს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ისინი ძალიან ხშირად ახსენებენ რუსეთს „ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში, თუმცა რეალურად ისინი აკეთებენ რუსეთის საქმეს.

„მათ აქვთ ე.წ. მესიჯბოქსი დალაგებული, რომ „ქართული ოცნება" რუსულ საქმეს აკეთებს, მე მგონი შეჯიბრი აქვთ გამოცხადებული, ვინ უფრო მეტად იტყვის სიტყვა რუსეთს, პუტინს ვინ მეტჯერ ახსენებს და მე მგონი შეუყვარდათ ამასობაში რუსეთი და პუტინი. ჟურნალისტიდან დაწყებული, პოლიტიკოსით გაგრძელებული, ვინც ომისა და ღალატის პარტიას წარმოადგენენ. ამ დროს რეალურად სწორედ ისინი აკეთებენ რუსეთის, პუტინის საქმეს და ოკუპანტის საქმეს.

მაგალითად, როდესაც ისინი აშშ-ის საელჩოს პირდაპირ, უაპელაციოდ აბრალებენ, რომ მათ მოახდინეს დისკრიმინაცია კონკრეტული მოსამართლის, კონკრეტული „ქეისის გამო", თითქოს ისინი ცდილობენ ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში, ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას. ამას, მაგალითად სახალხო დამცველი, არა თუ ასე ამბობს და აბრალებს, არამედ მხარს უჭერს და იწონებს დისკრიმინაციის ამგვარ გამოხატვას. მეტი პარადოქსი რა შეიძლება იყოს?", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×