რეზონანსი
23.05.2022

საქართველო მისი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმუმს აკეთებს უკრაინელი მეგობრების დასახმარებლად, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო პარტნიორებთან ერთად საკმაოდ ხმამაღლა ცდილობს დააფიქსიროს პოზიცია, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

„ერთი მხრივ საქართველო უკრაინას ეხმარება ჰუმანიტარული კუთხით. ეს პროცესი გრძელდება და მნიშვნელოვანია მსგავსი დახმარება უკრაინისთვის. მეორე მხრივ, საქართველო პარტნიორებთან ერთად საკმაოდ ხმამაღლა ცდილობს დააფიქსიროს პოზიცია, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და რა თქმა უნდა, ეს პროცესიც მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×