რეზონანსი
23.05.2022

თვითგამოცხადებული დონეცკის „სახალხო რესპუბლიკის" (DPR) ლიდერმა, დენის პუშილინმა განაცხადა, რომ უკრაინელი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც მარიუპოლში, „აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაში ჩაბარდნენ, ტრიბუნალი მზადდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ.

რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია-ნოვოსტის" ცნობით, პუშილინმა განაცხადა, რომ დაკავებული უკრაინელი ჯარისკაცები ახლა დონეცკის „სახალხო რესპუბლიკის" ტერიტორიაზე იმყოფებიან.

როგორც ცნობილია, მარიუპოლი გასულ კვირას რუსეთის სრული კონტროლის ქვეშ მოექცა, როდესაც „აზოვსტალი" მარიუპოლის დამცველების უკანასკნელმა ჯარისკაცებმა დატოვეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×