რეზონანსი
23.05.2022

ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიან სამოქმედო გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

აღნიშნული დოკუმენტი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში განიხილეს, სადაც თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ მაიორი გიორგი მათიაშვილი მონაწილეობდა. დახურულ საკომიტეტო სხდომაზე საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის ძალების და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობას როგორც ნატოს, ასევე ორმხრივი ურთიერთობების ფორმატებში.

როგორც ირაკლი ჭიჭინაძემ განმარტა, 2021 წელს თავდაცვის ძალების 2020-2030 წლების დოკუმენტი დამტკიცდა, რომელიც თავდაცვის ძალების განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებს ითვალისწინებს - თუ რა კუთხით უნდა განვითარდეს თავდაცვის ძალები, რათა მან საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებს უპასუხოს.

"თავდაცვის ძალების ძირითადი ამოცანაა მაქსიმალურად ეფექტურად უპასუხოს არსებულ გამოწვევებსა და რისკებს. თავდაცვის ძალების და თავდაცვის სამინისტრო ხელმძღვანელობა ყოველდღიურად ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რათა თავდაცვის ძალების შესაძლებლობები მაქსიმალურად გაძლიერდეს. ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან, რომ მათგან დახმარება მივიღოთ. ის პროექტები და გეგმები, რაც გაწერილია თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიან გეგმის ფარგლებში, მოიცავს იმას, რომ თავდაცვის ძალები იყოს ძლიერი.

გაწერილია პრიორიტეტები, რომელზეც მუშაობა დაწყებულია, მათ შორის რამდენიმე წლის წინ. პროცესი დღეს არ დაწყებულა, მიმდინარეობს. პრიორიტეტებში გვაქვს, რომ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები მაქსიმალურად გავზარდოთ საჰაერო თავდაცვის კუთხით, საარტილერიო, ჯავშანსაწინააღმდეგო და კიდევ რამდენიმე მიმართულებით. მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი პარტნიორების, განსაკუთრებით აშშ-ს საკმაოდ დიდ დახმარებასა და ძალისხმევას.

გვაქვს ორმხრივი პროექტები, რომელიც დაწყებულია ომამდე, თუმცა არსებულმა ვითარებამ მნიშვნელოვნად შეცვალა გარკვეული მიმართულებები დროის ფაქტორი - დღეისთვის ვიღებთ უფრო მეტ მხარდაჭერასა და ყურადღებას ჩვენი ნატოელი და ნატოს მოკავშირე ქვეყნების მხრიდან, რაც თავდაცვის ძალების განვითარების მიმართულებით კიდევ უფრო დიდი იმედის მომცემია", - განაცხადა ირაკლი ჭიჭინაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×