რეზონანსი
21.05.2022

მკვლელობა თელავის მუნიციპალიტეტში - სოფელ აკურაში დაპირისპირებისას ერთი ადამიანი მოკლეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, მომხდარს წინ ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. სანადირო თოფიდან მიყენებული ჭრილობებით ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი დაიჭრა. 

დაჭრილები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა. 

რა გახდა მომხდარის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე პოლიცია მუშაობს. სავარაუდო დამნაშავე ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

წყარო: რუსთავი 2

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×