რეზონანსი
21.05.2022

პუტინმა რომ ამოიღო რამდენჯერმე ყვითელი ბარათი და ბირთვული იარაღი ახსენა, ეგ იყო - წავალთ ისე, რომ აგაფეთქებთ. თუმცა არაა ასე მარტივად საქმე - ​​ბირთვული იარაღის „დაქოქვას" ნახევარი საათი უნდა და ამ დროში მსოფლიოს მძაფრი რეაქცია ექნება. ამიტომ გაჩერდა პუტინი, - ამის შესახებ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება" პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.

„უკრაინაში ფენომენალურ რამეს აკეთებენ სამხედროები და რუსეთის გაყვანის შანსი ძალიან დიდია, მაგრამ მერე რას უშვრები ამ რუსეთს? ის ხომ ორ წელიწადში ხელახლა შეკრებს ჯარს და კიდევ დაარტყამს. სანქციებით რა კეთდება? ცენტრს აღარ აქვს ფული, რომ პერიფერიები შეინახოს. ლოთობისთვის საკმარისი პირობა თუ აქვთ, ბედნიერები არიან. შეიძლება ლოთობისთვის საკმარისი პირობაც არ ჰქონდეთ და ამ დროს რუსეთს აქვს მიდრეკილება, რომ აკონტროლოს ყველაფერი. კონტროლს ტრანსპორტირება უნდა და ტრანსპორტის საშუალება აღარ აქვთ. თვითმფრინავებს, მატარებლებს ვეღარ იყენებენ ნაწილების პრობლემის გამო. ამ ეკონომიკური სანქციებით შეგიძლია დაანგრიო რუსეთის სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანობას. თუ ცენტრს მთლიანობის შენარჩუნების თავი აღარ ექნა, რამდენი რესპუბლიკა იტყვის უარს რუსეთში ყოფნაზე? რამდენი რუსი ამბობს ახლა უარს რუსეთში ყოფნაზე, ასევე იტყვიან რესპუბლიკები. პუტინმა რომ ამოიღო რამდენჯერმე ყვითელი ბარათი და ბირთვული იარაღი ახსენა, ეგ იყო - წავალთ ისე, რომ აგაფეთქებთ. თუმცა არაა ასე მარტივად საქმე - ​​ბირთვული იარაღის „დაქოქვას" ნახევარი საათი უნდა და ამ დროში მსოფლიოს მძაფრი რეაქცია ექნება. ამიტომ გაჩერდა პუტინი. ის მშიშარა ტიპია, მით უმეტეს, რომ, როგორც ჩანს, მძიმე ავადმყოფია. ჯერჯერობით დასავლეთი ახერხებს ერთიანობის შენარჩუნებას, მაგრამ არავინ იცის, ეს როდემდე გაგრძელდება. ჩინეთი და ინდოეთი შეტრიალდნენ რუსეთისგან და ამ პირობებში აჩქარება ძალიან სახიფათოდ მეჩვენება", - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×