რეზონანსი
21.05.2022

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, "აზოვსტალი" რუსეთის შეიარაღებული ძალების სრული კონტროლის ქვეშაა და სრულად გაათავისუფლეს უკრაინელი მებრძოლებისგან. მათივე ცნობით, "აზოვის" პოლკის დამცველთა ბოლო, 531 კაციანი ჯგუფი ტყვედ ჩაბარდა. 

"მარიუპოლში მეტალურგიული ქარხანა "აზოვსტალის" ტერიტორია, სადაც მიმდინარე წლის 21 აპრილიდან ბლოკირებული იყო უკრაინელი ბოევიკების ჯგუფი "აზოვი", სრულად გათავისუფლებულია",  – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს,  16 მაისიდან მოყოლებული, რუსეთის არმიას ქარხნის ტერიტორიაზე გამაგრებული 2 439 მებრძოლი ჩაბარდა. გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ "დღეს, 20 მაისს, ტყვედ ჩაბარდა ბოლო ჯგუფი, 531 მებრძოლის შემადგენლობით, ასევე ბატალიონ "აზოვის" მეთაური, ტერიტორიიდან სპეციალური ჯავშანმანქანით გაიყვანეს.

განცხადების თანახმად, ქარხნის შიდა და მიმდებარე ტერიტორიის უკრაინელი მებრძოლებისგან გათავისუფლების შესახებ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აცნობა.

რუსთავი 2

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×