რეზონანსი
20.05.2022

ექ­სპერ­ტი საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტი, შალ­ვა ოგ­ბა­ი­ძე ბორ­ჯომ­ში, ბოლო ზარ­ზე მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მელ­საც 17 წლის ბიჭი ემსხვერ­პლა.

ის მშობ­ლებს მი­მარ­თავს, ნუ უყი­დი­ან მო­ზარდ შვი­ლებს ავ­ტო­მო­ბი­ლებს, გა­სარ­თო­ბად. ოგ­ბა­ი­ძე 3 წლის წინ მომ­ხდარ ფაქტს იხ­სე­ნებს, რო­დე­საც ასე­ვე ბოლო ზარ­ზე მომ­ხდარ ავა­რი­ას მსხვერ­პლი მოჰ­ყვა.

"მშობ­ლე­ბო, დე­დე­ბო და მა­მე­ბო, არ უყი­დოთ თქვენს 17 წლის შვილს ავ­ტო­მო­ბი­ლი, მას ჯერ ეს არ და­უმ­სა­ხუ­რე­ბია"... ეს 3 წლის წინ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვი­უა...

სამ­წუ­ხა­როდ, მა­ში­ნაც 17 წლის ბიჭი ემსხვერ­პლა მშობ­ლის მიერ ნა­ყიდ ავ­ტო­მო­ბილს... დღე­საც, სკო­ლის და­მამ­თავ­რე­ბელ ბოლო ზარ­ზე ბორ­ჯომ­ში კი­დევ ერთი სი­ცო­ცხლე წა­ი­ღო მშობ­ლე­ბის მიერ შე­ძე­ნილ­მა ავ­ტო­მო­ბილ­მა.

მშობ­ლე­ბო, გე­მუ­და­რე­ბით, ნუ ჩა­უგ­დებთ მო­ზარდს ავ­ტო­მო­ბილს გა­სარ­თო­ბად, გთხოვთ და მო­ვი­თხოვ თქვენ­გან მეტ ყუ­რა­დღე­ბას" - წერს ოგ­ბა­ი­ძე.

წყარო: "ამბები.ჯი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×