
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა, კითხვაზე, ითხოვს თუ არა უკრაინა სანქციების დაწესებას მათთვის, ვინც რუსეთს ეხმარება? უპასუხა, რომ სანქციების დაწესება მათ შეუძლიათ, თუმცა ყოველთვის არსებობს მისგან თავის არიდების საშუალება და მაგალითად საქართველო მოიყვანა.
"ჩვენ შეგვიძლია სერიოზული სანქციების შემუშავება, მაგრამ ყოველთვის იქნება ადამიანების, თუ კომპანიების მცდელობა, ამ სანქციებს თავი აარიდონ.
ძალიან სამწუხარო იყო ამ სიაში მეგობარი ქვეყნების ნახვა, როგორიცაა საქართველო, რომელიც ამ, ერთგვარ შავ სიაშია"- განაცხადა ერმაკმა.