რეზონანსი
20.05.2022

ევროპარლამენტარი, სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელი, მარინა კალიურანდი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობა, ქვეყნისთის უზარმაზარი გავლენა იქნება.

"ქვეყანამ შეიტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე და შედეგს ექნება უზარმაზარი გავლენა საქართველოზე. ამიტომ, მე უყურადღებოდ არ დავტოვებდი იმ ადამიანებისგან მომავალ კრიტიკას, რომლებიც საქართველოზე ფიქრობენ და მის ინტერესებს უფრო მაღლა აყენებენ , ვიდრე ჩვენი ყოველდღიური პოლიტიკური ინტერესებია. კონსტრუქციული კრიტიკა სერიოზულად უნდა იქნას მიღებული. არავინ ამბობს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა არ არის, მაგრამ ასეთი განაჩენის გამოტანა მართლმსაჯულების რეფორმის შუაგულში, სახიფათოა. ახლა თუ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ვერ დაიწყებს მოლაპარაკებებს წევრობაზე, ეს შესაძლებლობების ფანჯარა დაიხურება და მე არ ვიცი, კიდევ როდის გაიხსნება ეს ფანჯარა." ამბობს კალიურანდი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×