რეზონანსი
19.05.2022

თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბური აგრესია გარდამტეხი მომენტი იყო შვედეთისთვის.

„ჩემი მთავრობა მივიდა დასკვნამდე, რომ შვედი ხალხის უსაფრთხოება ყველაზე უკეთ ნატოს ალიანსში იქნება დაცული და ამას შვედეთის პარლამენტის ძალიან ფართო მხარდაჭერა აქვს", - აღნიშნა მაგდალენა ანდერსონმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო უფრო ძლიერი იქნება შვედეთთან და ფინეთთან ერთად.

18 მაისს, ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი ოფიციალურად შეიტანეს. შესაბამისი განაცხადები ალიანსში შვედეთისა და ფინეთის ელჩებმა ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს გადასცეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×