რეზონანსი
19.05.2022

პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი, დერეკ შოლე სოციალურ ქსელ Twitter-ზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება.

„ვაფასებ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან თბილისში გამართულ მოლაპარაკებებს. ჩვენი ორმხრივი პარტნიორობა განვიხილეთ. ჩვენ მივესალმებით საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას მრავალმხრივი ძალისხმევის ფარგლებში რუსეთის აგრესიასთან დაპირისპირებისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად", - აღნიშნა დერეკ შოლემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლეს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა დერეკ შოლეს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×