რეზონანსი
17.05.2022

„გირჩის“ თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ გეგმის გარეშე აქციის გამართვა შედეგს ვერ გამოიღებს, ამიტომ პოლიტიკურმა კლასმა გარკვეული პერიოდით აქციებზე უარი უნდა თქვას.

„მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, თვითონაც ნუ გავლენ აქციაზე, ჯერ უნდა მოვემზადოთ აქციებისთვის, იდეა უნდა გვქონდეს აქციის. პოლიტიკურმა კლასმა უნდა თქვას, რომ არ გავლენ აქციაზე, თუ ხალხს უნდა გასვლა, გავიდეს, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იდეაზე, თუ რას ვთავაზობთ ქართველ ხალხს „ქართული ოცნების“ სანაცვლოდ და რას ვთავაზობთ ყველაზე მეტად ეს უნდა იყოს პოლიტიკური ველის ცვლილება, რასაც თუ რაიმე გამოიწვევს, გამოიწვევს „ნაცმოძრაობის“ დაშლა", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

უმანდატო პოლიტიკოსები, დეპუტატებს პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებენ. ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის ოპოზიციის ნაწილი ბრძოლას უცვლელი სტრატეგიით იწყებს - ისევ ერთიანობასა და მანდატების დათმობაზე ალაპარაკდნენ.

16 მაისს, „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×