რეზონანსი
17.05.2022

როგორია ვითარება საწვავის ბაზარზე და არის თუ არა შესაძლებელი ფასის კლება - მთავრობის წევრები, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად საწვავის დისტრიბუტორებს შეხვდნენ და პრობლემის ოპტიმალური გადაწყვეტის გზებზე იმსჯელეს.

მხარეებმა ახლო მომავლის პროგნოზები, იაფი წყაროებიდან საწვავით მომარაგებისა და მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობები განიხილეს.

"პრემიერის დავალებით ჩვენ გვქონდა შეხვედრა საწვავის დისტრიბუტორ მცირე ქსელების წარმომადგენლებთან, რომლის დროსაც განვიხილეთ არსებული სიტუაცია ბაზარზე, მათ შორის პროგნოზები.

საუბარი შეეხო იმას, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფასის დაწევა და მოსახლეობისთვის გაძვირებული საწვავის მაქსიმალურად ხელსაყრელ, იაფ და ასევე ხელმისაწვდომ პირობებში მიწოდება. ამაზე ვისაუბრეთ მცირე ქსელების მხრიდან დაყენებულ პრობლემებზე, ვისაუბრეთ იმაზე თუ რა შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის, მოწოდების ალტერნატიულ წყაროებზე, რომელიც შეიძლება შედარებით უფრო იაფი იყოს. ასევე ხარისხის საკითხებზე და სანდოობაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დღეს ბაზარზე გვქონდეს სრულფასოვანი კონკურენტული გარემო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საწვავის ბაზარზე გვქონდეს სრულფასოვანი, კონკურენტული გარემო და შესაძლებელი იყოს  გაძვირებული საწვავის მოსახლეობისთვის მაქსიმალურად იაფ და ხელსაყრელ პირობებში მიწოდება.  შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან, საომარი ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც რეგიონშია, სამწუხაროდ, მსოფლიოში ფასები  საწვავზე არის ძალიან მაღალი და გვესმის, რომ გლობალურ ტენდენციას საქართველო ვერ აცდება,  მაგრამ ჩვენი მიზანია, მაქსიმალური კოორდინაციით მოხდეს იაფი წყაროებიდან საწვავით მომარაგება, ასევე მარჟების მინიმუმამდე დაყვანა იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობებით მივაწოდოთ საწვავი" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×