
ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში უკრაინაში დაჭრილ მებრძოლებზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ აზოვის პოლკის მეთაურმა დენის პროკოპენკომ დაჭრილებს ნებართვა მისცა ტყვედ ჩაჰბარდნენ, თუმცა ხათუნა ხოფერიას თქმით, ამაზე უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი დუმს.
„ისევ პროკოპენკომ, "აზოვის" უფროსმა უთხრა მადლობა გმირ, მძიმედ დაჭრილ "აზოველებს" და მისცა ნებართვა ტყვედ ჩაბარების. ზელენსკი დუმს...
დაჭრილები გადაყავთ დნრ-ის საავადმყოფოში.
იცოცხლეთ, ბიჭებო! ვალმოხდილებო!!!!“
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ აზოვსტალის ქვედანაყოფების მეთაურებმა უმაღლესი სამხედრო სარდლობისგან მიიღეს ბრძანება, გადაერჩინათ პირადი შემადგენლობის სიცოცხლე. მათი თქმით, გარნიზონმა „მარიუპოლმა“ დაკისრებული საბრძოლო ამოცანა შეასრულა.