რეზონანსი
28.01.2022

ოკუპირებული სოფელ ავნევის სიახლოვეს, მდინარე ფრონეზე, არგენტინული მახრჩობელა გველი – ბო იპოვეს. ამის შესახებ ფოტოებს ცხინვალელი ჟურნალისტი ვლადიმერ გაბაევი ავრცელებს.

მას ზნაურის რაიონის სოფელ ავნევიდან დაუკავშირდნენ და გველის შესახებ აცნობეს.

"თავიდან პითონივით მომეჩვენა. მაგრამ სანდოობისთვის ჩემს რუს კოლეგებს დავუკავშირდი. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომელმა კონსტანტინე მილტომ დაადგინა, რომ გველი არგენტინული გველია - ბოა. ასეთი გველები ადამიანებთან ახლოს არიან, ბუნებაში არ ცხოვრობენ, იკვებებიან სახლში", - განაცხადა გაბაევმა.

როგორ ცხინვალში ვარაუდობენ, გველი ერთ-ერთ მცხოვრებს ცხინვალში ჰყავდა მოშინაურებული. ეს პიროვნება 2021 წელს გარდაიცვალა და გველიც ბუნებაში გავიდა ან გველი მოკლეს და მდინარეში გადააგდეს.

წყარო: qartli.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×