რეზონანსი
27.01.2022

გურჯაანიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში კაცმა მეზობელი მოკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, 60 წლის გიორგი მღებრიშვილმა 36 წლის გელა ჩაღიაშვილს სანადირო თოფიდან ესროლა. მათივე თქმით, მკვლელობა სავარაუდოდ შურისძიებას უკავშირდება. 

ცნობილია, რომ 2013 წელს ჩაღიაშვილმა მღებრიშვილის დისშვილი მოკლა. დღეს კი მხარეებს შორის კონფლიქტი ქუჩაში მას შემდეგ დაიწყო, რაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ჩაღიაშვილმა მღებრიშვილს აგინა.

პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×