რეზონანსი
26.01.2022

ნეაპოლში დაკარგულ ქართველ ემიგრანტზე მისი ახლობლები საუბრობენ. სალომე ტატუნაშვილი ქალაქში ამ სარამოს იპოვეს. "მთავარ არხთან" ემიგრანტები სწორედ მისი პოვნის დეტალებზე საუბრობენ: 

"ახლა მოვედი მე პოლიციასთან, როგორც გავიგე, დედამისი, ადვოკატი ინგა სიხარულიძე და თარჯიმანი საავადმყოფოში არიან წასულები. თავად ის გოგო იძახის, სალომე ვარო და მიდიან, დედამისმა უნდა ამოიცნოს. 

გუშინ გვითხრეს, რომ სახლებში დაიშალეთ, ხვალ ყველაფერი კარგად იქნებაო და წამოვედით. თვითონ საავადმყოფოში არ იყო შიგნით შესული. საავადმყოფოსთან იყო დაგდებული. წამლებისგან გათიშულია. ალბათ რამე დამაძინებელი ან ნარკოტიკული საშუალება გაუკეთეს, სხვა ინფორმაცია არ მაქვს", - ამბობს ემიგრანტი ნათია ჩაჩანიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×