რეზონანსი
26.01.2022

უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგა. სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა კონსულტაციები, რომელიც პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის კაბინეტში მიმდინარეობდა. ეს იმას ნიშნავს,რომ რეზოლუციის პროექტი პარლამენტში დღეს ერთობლივი დოკუმენტის სახით არ დარეგისტრირდება.

"მიგვაჩნია, რომ ეს არის ის საკითხი, რომელშიც პირველ რიგში უნდა გამოვდიოდეთ ეროვნული ინტერესებიდან, ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის ინტერესებიდან, მათი უფლებების, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ინტერესებიდან, აქედან გამომდინარე უნდა იყოს შეჯერებული რეზოლუციის ტექსტი, რომელსაც საბოლოო ჯამში საქართველოს პარლამენტი მიიღებს, რომელიც დაცლილია ყოველგვარი პოპულისტური და პროვოკაციული რიტორიკისგან, ამის დრო აქ ნამდვილად არ არის. ეს არის საკითხი რაზეც ძალიან კარგი იქნებოდა რომ შევჯერებულიყავით. იმის გამო რომ სამწუხაროდ მხარეთა ამ გვარად შეჯერება ვერ მოხერხდა, იქ დეტალებზე და სიტყვებზეა საუბარი მხოლოდ, ბუნებრივია ჩვენი ფრაქცია და ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლები საგარეო კომიტეტიდან დააინიცირებენ ტექსტს"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×