რეზონანსი
21.01.2022

დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსის „ომიკრონი" შტამის ახალი ქვესახეობა (BA.2) გამოავლინეს, რომელიც წინასწარი ანალიზის თანახმად, უფრო სწრაფად ვრცელდება. ინფორმაცია „ომიკრონი" შტამის ახალი ქვესახეობის გამოვლენის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის სფეროში უსაფრთხოების სააგენტო (UKHSA) ავრცელებს.

ამ მომენტისთვის დიდ ბრიტანეთში BA.2-ის 426 შემთხვევა გამოვლინდა. გავრცელებული ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში, BA.2-ის ქვესახეობით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2021 წლის 6 დეკემბერს დაფიქსირდა. ამ ეტაპზე მას შესწავლის ქვეშ მყოფი ქვესახეობის სტატუსი მიენიჭა.

„ვირუსებისთვის მუტირება დამახასიათებელია. ამიტომაც, პანდემიის პერიოდში ახალი ვარიანტების გაჩენა მოსალოდნელი იყო", - აღნიშნეს გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის სფეროში უსაფრთხოების სააგენტოში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×