
კრიზისი, რომელიც არის ოპოზიციაში, ასევე თვალსაჩინოა გახარიას პარტიაშიც და ეს არის ბუნებრივი - კრიზისი ციდან არ მოდის. ნებისმიერი პოლიტიკური კრიზისი იწყება იმ დამოკიდებულებებიდან, რა დამოკიდებულებასაც სახელმწიფო ინტერესის გზაზე ავლენს ესა თუ ის პარტია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის" კრიზისიც აქედან არის გამომდინარე. ისინი არასდროს სახელმწიფო ინტერესებით არ მოქმედებენ და ყოველთვის ერთ ადამიანზე მორგებული ინტერესები ამოძრავებთ. ასე არის გახარიას პარტიაც, რომელიც შეიქმნა იმიტომ, რომ კონკრეტული საშინაო დავალებები შეესრულებინა და როდესაც ჩვენ ამას ვამბობდით, იყვნენ ისეთები, რომლებიც ჩვენ ამ მოსაზრებას სკეპტიკურად უყურებდნენ. დღეს, უკვე დასრულდა ის ფაზა, სადაც მხოლოდ ლოგიკური არგუმენტების მოშველიება შეგვეძლო. დღეს უკვე ფაქტებია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" და გახარიას პარტია ერთ კანდიდატს უყრიან კენჭს და ჰქონიათ, რომ ამით რაღაცას მიაღწევენ", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციონერი კორნელი სალია აირჩიეს, ის ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას წარმოადგენს და ამ თანამდებპოლიობაზე ერთადერთი დასახელებული კანდიდატურა იყო.