რეზონანსი
19.01.2022

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკაში მიმართვიანობა გაზრდილია. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის თქმით, კლინიკაში ამჟამად 150-მდე პაციენტი იმყოფება.

„რადგან ინფიცირებულების საერთო რაოდენობა მომატებულია, ამ საერთო რაოდენობაში გარკვეული პროცენტი ყოველთვის ბავშვებია. წინა შტამზე, პროცენტულად ბავშვების რაოდენობა საერთო დაავადებულების რიცხვში 15 იყო, ახლა ეს პროცენტი გაზრდილი იქნება. ბავშვებში ავადობა მომატებულია. 8 700 რეალური ციფრი არ არის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფიცირებული 2-ჯერ მეტია“, - განაცხადა მაია ჩხაიძემ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 8 728 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×