რეზონანსი
08.12.2021

სამწუხაროდ ყველა სხვა რაუნდის მსგავსად დღესაც როგორც კი დღის წესრიგში დადგა დევნილთა დაბრუნების განხილვა, მაშინვე რუსეთის დელეგაციამ დატოვა მოლაპარაკებათა მაგიდა. ყველა სხვა რაუნდის მსგავსად მოლაპარაკებათა პროცესი აღარ გაგრძელდა. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადრე თუ გვიან ეს პროცესი გადავლახოთ და დევნილთა დაბრუნება იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოლაპარაკებათა პროცესში.

„რეალობა კვლავ იგივეა, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფრთხოების საკითხებზე მხარეთა პოზიციები რადიკალურად განსხვავებული რჩება. ჩვენთვის უმთავრესია 6 პუნქტიანი შეთანხმების შესრულება, რაც უნდა გახდეს მომავალში სრულმასშტაბიანი კონფლიქტის მოგვარების საფუძველი. აღნიშნულ მიდგომას რუსეთის დელეგაციის მხრიდან ვერ ვხედავთ. ჟენევაში მიდის მსჯელობა ჰუმანიტარულ საკითხებზე. ამ რაუნდზე გამოიკვეთა გარკვეული შესაძლებლობა, რომ თუნდაც პატარა ნაბიჯები გადაიდგას ჰუმანიტარულ საკითხებზე. არავის ინტერესში არ არის, რომ ადამიანის უფლებათა კუთხით ფონი მძიმე იყოს. რეალობაა კი აჩვენებს, რომ რუსეთი ადამიანის უფლებათა საკითხებს იყენებს ზეწოლის მექანიზმად. პარტნიორების და თანათავმჯდომარეების აქტიური ძალისხმევით იმედი გვაქვს მომავალში იქნება შესაძლებელი თუნდაც ჰუმანიტარულ საკითხებზე გარკვეულ პროგრესს მივაღწიოთ. ველოდებით თანათავმჯდომარეების წინადადებებს შემდეგ რაუნდზე განსახილველად. იმედი გვაქვს, თუნდაც ჰუმანიტარულ საკითხებზე შევძლებთ გარკვეული პროგრესის მიღწევას", - განაცხადა დარსალიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×